1) პროექტის
სახელწოდება :
„მე მეფე ვარ და მგოსანი
და სიმღერით ვკვდები“
2) პროექტის
მთავარი იდეა :მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის
შესახებ.
3) პროექტის
აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია, რადგანაც ხელს უწყობს მოსწავლეთა კვლევით უნარს,
ამაღლებს მათ მოტივაციას, მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი მეტი იცოდნენ პოეტის პირად
ცხოვრებაზე, ეცნობიან მის შემოქმედებას.
4) პროექტის
მიზანი: მოსწავლეებმა მეტი ცოდნა მიიღონ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ, იმუშაონ გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განმტკიცებაზე და აუდიტორიის
წინაშე გამოსვლაზე.
5) მოსწავლეთა
ასაკი : 15-16 წელი
6) ვადები:
ხანგრძლივობა 15 დღე
7) მოსალოდნელი
შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას,
ჯგუფურ მუშაობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის უნარს , გაიღრმავებენ ცოდნას გალაკტიონ
ტაბიძის შემოქმედებაზე.
8) პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: გალაკტიონ ტაბიძის კრებული, პირადი წერილები, სათანადო
ლიტერატურა, კომპიუტერი.
9) პროექტის
მსვლელობა : (ძირითადი აქტივობები) სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება, ჯგუფებში პროექტის
გეგმის შემუშავება, ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების გადანაწილება
1-ლი ჯგუფი მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მოძიებაზე
მე-2 ჯგუფი მუშაობს გალაკტიონ
ტაბიძის პირადი მიმოწერის მოძიებაზე
მე-3 ჯგუფი მუშაობს პოეტის ლექსებზე და გამომეტყველებითი კითხვის უნარების
განმტკიცებაზე
მე-4 ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა
და მოღვაწეობის ამსახველ სურათბს და მოამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას, გამოუშვებს
კედლის გაზეთს.
პროექტის პრეზენტაცია მოხდება
ლიტერატურული დილის სახით თემაზე : „მე მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები’’
პროექტის
შეფასება
ფასდება შემდეგი აქტივობები
|
1-5
დაბალი
|
6-7
საშუალო
|
8-10
მაღალი
|
თემის, იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება-დამუშავება, დამხმარე
და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება
|
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას.
|
უჭირს თემისა და მიზნის გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
|
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა
მდიდარი და მრავალფეროვანია
|
აუდიტორიასთან კავშირი ,კეთილგანწყობა.
|
მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა. აუდიტორიასთან კავშირს ვერ
ამყარებს
|
ნაწილობრივ ახერხებს კავშირს, დამაჯერებლობა აკლია მის ხმასა და საუბარს
|
მოსწავლე თვალით ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს, ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია
|
ანალიზისა და სინთეზის უნარი, საკუთარი პოზიციის დაცვა
|
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში
|
უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები
|
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი, მსჯელობს სათანადო არგუმენტების
მოხმობით, თანმიმდევრობით აკეთებს თავისი მოსაზრებების დემონსტრირებას იცავს საკუთარ
პოზიციას.
|
10) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
ქართული
ქართ.X1. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ.X1. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლის მოსმენა და კრიტიკულად შეფასება
ქართ.X1. 3. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ.X1. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება
საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
ქართ.X1. 5. მოდწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება,
მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.X1. 6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს როგორ გამოიყენება მხატვრული ტექსტის
ელემენტები მათი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ.X1. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე
ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
11) პროექტის ხელმძღვანელი: ნინო დარჩია.
12) ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninodarchia13@gmail.com
No comments:
Post a Comment