გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი ,,ავთანდილის ანდერძი’’
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა/ნინო დარჩია
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/x კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე/ინკლუზიური არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მიზანი და მისაღწევი შედეგები
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტებში წარმოდგენილ  განსხვავებულ თვალსაზრისებზე;
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
·         შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;

ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;

·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.

ქართ. IX 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

·         სხვადასხვა ტიპის მსჯელობის წერილობით წარმოსადგენად იყენებს შესაბამის კავშირებს, გრამატიკულ ფორმებს.,
·         მკაფიოდ აყალიბებს აზრს, იყენებს დაკავშირებისა და თანმიმდევრულობის შესაბამის ხერხებს; 

წინარე ცოდნა
·         XII საუკუნის ეპოქის მიმოხილვა.
·         ცნობები შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
გამოყენებული სასწავლო მასალა  და ტექნიკური რესურსი
წიგნი, დაფა, ცარცი,   ლექსიკონი,
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი 
მისალმება და წინარე მასალის გამეორება წუთი 15
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა
1 აქტივობა კითხვებზე პასუხი---  3 წუთი
გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკის შექმნა.
გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
            ახალ მასალაზე მუშაობა-- 20 წუთი

შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ:
1 ჯგუფი  შოთა რუსთაველი და მისი ეპოქა
2 ჯგუფი იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა
3 ჯგუფი ,,ვეფხისტყაოსანი’’ და თანამედროვეობა
2.აქტივობა  ახალ ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა
.3.აქტივობა--- ლექსის წაკითხვა ინტონაციით
4აქტივობა -ინტერაქცია-- საკუთარი აზრების გამოხატვა-ინდივიდუალურად
5.აქტივობა ახალ სიტყვებზე მუშაობა  ჯგუფში,
გაკვეთილის C ფაზა გამთლიანება რეფლექსია
კითხვებზე პასუხი        5 წუთი
თვითშეფასება---2 წუთი
 ახალი დავალება და შეფასება    3 წუთი
სიღრმისეულად შეისწავლეს შოთა რუსთაველის ეპოქა
მიმოიხილეს ნაწარმოებში აღწერილი დროდ, დაახასიათენ სოციალური გარემო,
რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა?
ყველა მოსწავლე იყო ჩართული, შეძლებისდაგვარად, ეჩვევიან ერთმანეთის მოსმენას .
რა აითვისეს მოსწავლეებმა?
უფრო მეტად რომელი უნარების განვითარება ან გავარჯიშება იკვეთება?
განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა. აზრების მოსმენის უნარი
როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში?
გაკვეთილზე არ მეყო დრო, არ გავითვალისწინე ენობრივი ბარიერის დროს დახარჯული დრო, საშინაო დავალებების მიცემისას ვერ გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები.
რას გავაკეთებდი ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში?
შევამცირებდი დავალებების სიმრავლეს, გავითვალისწინებდი მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, გამოვიყენებდი როგორც განმავითარებელ ასევე განმსაზღვრელი შეფასების სქემას.

No comments:

Post a Comment